ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველ პრეზენტაციას გამართავს

28-29 თებერვალს, თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ N11 პავილიონში, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის სივრცე, 28 თებერვალს, გაიხსნება და მას უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები და აბიტურიენტები დაესწრებიან.

მათივე ცნობით, ორი დღის განმავლობაში KIU-ს სივრცის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, დაათვალიერონ KIU-ს გამოფენა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ ბაკალავრიატის პროგრამებზე.

„გამოფენაზე მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება მინი კონკურსი, რომელიც მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების უნარით გამორჩეულ მოსწავლეებს გამოავლენს. ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ 29 თებერვალს, 17:30 საათზე, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა