დედის და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მაღალი ალბათობით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს - მთელი ბავშვობა მძიმე პრობლემები ჰქონდა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მიხეილ ზაუტაშვილის ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს ბავშვობიდან მძიმე პრობლემები ჰქონდა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში და ის ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

„ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძების საკითხს, ეს იყო ის შემთხვევა, როცა დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან, მისი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უნდა დაინიშნოს ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური, კომპლექსური ექსპერტიზა მისი ფსიქიკური მგდომარეობის განსაზღვრის მიზნით. მაღალი ალბათობით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და აქედან გამომდინარე მის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მთელი ბავშვობის განმავლობაში ძალიან მძიმე პრობლემები ჰქონდა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში, სკოლაში. მან რამდენიმე სკოლა გამოიცვალა სწორედ იმის გამო, რომ იმ სკოლებში ბულინგის შემთხვევები იყო“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა