დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა, სხდომაზე არ გამოცხადდა, ამიტომ, პროცესი ციხის საავადმყოფოში გაიმართება

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის მიმართაც სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოში უნდა ემსჯელათ, სხდომაზე არ გამოცხადდა.

მოსამართლე ლილი მსხილაძემ სასამართლო პროცესზე სასჯელაღსრულების N18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მსჯავრდებულს თავად არ სურდა სასამართლო პროცესებზე დასწრება.

პენიტენციური დაწესებულების განცხადების მიხედვით: „დადასტურებით არ ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეუძლია გადაადგილება და რომ ის უარს აცხადებს გადაადგილებაზე და მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფება“.

მოსამართლის განმარტებით, მისი სურვილი იყო აღნიშნული საქმე საჯაროდ განხილულიყო და არა ციხეში, თუმცა, მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი სასამართლოს ნაცვლად ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება