ამირან გამყრელიძე - ქართველები, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით - ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ

ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით. ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსისგან საბრძოლველ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისგან თავის შეკავება იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის კერა არსებობს. ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიების დაცვა, რაც გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, ოთახების განიავებას, სველი წესით დალაგებას და სხვას.

იხილეთ ვიდეო: "არ არის რეკომენდირებული ხელის ჩამორთმევაც, ჯობია, ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ, ნუ გეცინებათ" - ამირან გამყრელიძე

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება