ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალ სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებზე, დარგობრივ საჭიროებებსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ავსტრიის განვითარების სააგენტო ამჟამად მუშაობს ქვეყნის ახალ სტრატეგიაზე 2021-2027 წლებისთვის, შესაბამისად, შეხვედრაზე განხილული იყო ავსტრიისა და საქართველოს მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ახალი ინიციატივები.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ავსტრიის მხარეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტებისა და დარგობრივი საჭიროებების შესახებ. სფეროები და რეფორმები, რომლებშიც სასურველია ავსტრიის დახმარების მიმართვა ძირითადად ეხება ეკონომიკის ზრდას, განათლების სისტემის ახალი რეფორმის ფარგლებში შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნისა და მიწოდების კუთხით არსებული დისბალანსის აღმოფხვრას, მაღალმთიან რეგიონებში ეკო და აგროტურიზმის განვითარებას, გარემოსდაცვით პოლიტიკას, სოფლის განვითარებას და სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სხვა საჭიროებებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარების ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც 1995 წლიდან დღემდე 95 მილიონ ევროს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო