ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი - ამ მომენტისათვის ჩვენთან იმყოფება 16 ადამიანი, 5-6 პაციენტს კიდევ მოიყვანენ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 16 პაციენტი რჩება და კიდევ 5-6 პაციენტის შეყვანას ელოდებიან.

როგორც მარინა ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კლინიკაში მყოფი 21 პაციენტიდან 13 პაციენტის პასუხი უკვე ცნობილია და მათგან არც ერთს დადასტურებია ახალი კორონავირუსი.

„ამჟამად კლინიკიდან გადაყვანილი იქნა 6 პაციენტი, რომლებსაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამ მომენტისათვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 16 პაციენტი. ამჟამად დაწესებულებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი ინფორმაციით, 5-6 პაციენტს კიდევ მოიყვანენ. დღეს ჩვენ მივიღეთ 13 პაციენტის პასუხი, ამათგან არც ერთს არ დადასტურებია ახალი კორონავირუსი და კიდევ ველოდებით 5 პაციენტის პასუხს“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ენდელაძის თქმით, ის სრულად იზოლირებულია.

„ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, არის სრულ ბოქსში, რაც გულისხმობს იმას, რომ სრულიად იზოლირებულია. ამდენად, საშიშროება იმისა, რომ ამ პაციენტისგან კორონავირუსი სხვას გადაედოს, ფაქტობრივად, არ არსებობს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მას მკურნალობაც არ სჭირდება" - ბოლო ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობაზე

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს