ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში 6 პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელი. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულ 11 პაციენტს შორის ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი ცნობილი დღეს გახდება.

რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს, ეზუგბაიას ინფორმაციით, „მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

„ამ დროისთვის ჩვენთან უკვე 28 პაციენტი წევს. გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა, ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში.

გუშინ შემოვიდა 17 პაციენტი. აქედან კვლევა ჩაუტარდა ჯერჯერობით 11-ს. კვლევები ტარდება სამ ეტაპად. 17-18 პაციენტის შემოსვლა ერთდროულად ბევრია, თითოეული ტესტის აღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ამიტომ იმისთვის, რომ მოხდეს ყველას გამოკვლევა, გუშინ სამ ეტაპად ჩატარება გადავწყვიტეთ. ორი ეტაპის, 11 პაციენტის პასუხი, რომელიც დილას და შუა დღეს იყო, უარყოფითია, დანარჩენი ტესტების პასუხები, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაკეთდა, ალბათ დღეს დილით ან შუადღეს იქნება და პასუხს მოგვცემენ. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია. ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვნახოთ, რა იქნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა