საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სკოლის დირექტორის მსურველთათვის ტესტირების თარიღი, ადგილი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა.

„ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება (დღეში 2 -2 სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ტესტირებამდე ერთი საათით ადრე აუცილებელია აპლიკანტებმა რეგისტრაცია გაიარონ. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის არქონის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით აუცილებელია განცხადებით მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა შესაბამისი ზომები იყოს მიღებული.

თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარის რეგიონში კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დირექტორობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია მიიღონ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, სერტიფიცირების შედეგად, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა