ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიის და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, ლევან დოლიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, უკიდურესად დაიძაბა ვითარება თურქეთსა და რუსეთს შორის სირიაში. ანკარამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ნატოს მიმართა, აამოქმედოს ალიანსის მე-5 მუხლი და რუსეთის მიერ თურქეთის ამხედრო კოლონის დაბომბვა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასოს.

ნატო უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას - უარი უთხრას თავდაცვაზე თავის ერთ-ერთ უდიდეს წევრს, რუსეთის ბომბები ასადის რეჟიმს გადააბრალოს და ომი გამოუცხადოს სირიას, თუ პირდაპირ აღიაროს რუსეთის თავდასხმა თურქეთზე, გამომდინარე შედეგებით.

ამის პარალელურად სირიაში ისრაელის ავიაციამ ელ-კუნეიტრის სამხედრო ბაზაზე საჰაეროერიში განახორციელა. ეს ის სამხედრო ბაზაა, რადაც სირიელებთან ერთად ირანელი სამხედროები დგანან.

როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებას? შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩვენს სამეზობლოში ამგვარი კრიტიკული ვითარებამგონი არც კი ყოფილა...

- ვითარება მართლაც მძიმეა, განხორციელებული შეტევის შედეგად თურქეთმა ერთ დღეში განიცადა უპრეცედენტოდ დიდი დანაკარგი მას შემდეგ, რაც იდლიბის მიმართულებით ათასობით სამხედრო გაგზავნა.

ნატო-ს რეაქცია ამ ეტაპზე შემოიფარგლება გენერალური მდივნის მხარდამჭერი განცხადებით. ვინაიდან პროცესები ვითარდება სირაიაში და არა თურქეთში არ მაქვს მოლოდინი, რომ ნატო აღნიშნულ შეტევას თურქეთზე განხორციელებულ თავდასხმად შეფასებს და მე-5 მუხლს აამოქმედებს.

ვინაიდან პროცესები ვითარდება სირაიაში და არა თურქეთში არ მაქვს მოლოდინი, რომ ნატო აღნიშნულ შეტევას თურქეთზე განხორციელებულ თავდასხმად შეფასებს და მე-5 მუხლს აამოქმედებს

ვფიქრობ ერაყსა და სირიაში არსებული კრიზისის გართულება დიდწილად განაპირობა აშშ-სა და თურქეთს შორის პოზიციების შეუთანხმებლობამ, რასაც ბუნებრივია რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერება მოჰყვა.

განვითარებული პროცესების ფონზე თურქეთმა მხარდჭერისთვის აშშ-საც მიმართა თხოვნით, სირიაში განათავსოს საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც მას იდლიბის პროვინციაში რუსეთის შეტევების განეიტრალებაში დაეხმარება.

ვფიქრობ ერაყსა და სირიაში არსებული კრიზისის გართულება დიდწილად განაპირობა აშშ-სა და თურქეთს შორის პოზიციების შეუთანხმებლობამ, რასაც ბუნებრივია რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერება მოჰყვა

საკმაოდ, მკაფიო და მხარდამჭერი იყო აშშ-სსახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება თურქეთის მიმართ, თუმცა რეგიონის მოვალი დამოკიდებულია იმაზე, თუ განცხადებების მიღმა რამდენად კოორდინირებეულად იმოქმედბენ ნატოს მოკავშირეები, მათ შორის აშშ და თურქეთი. როგორც აღვნიშნე, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მე-5 მუხლის ამოქმედებით კონვენციურ შეტევას სირიისა და რუსეთის პოზიციებზე.

საკმაოდ, მკაფიო და მხარდამჭერი იყო აშშ-სსახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება თურქეთის მიმართ, თუმცა რეგიონის მოვალი დამოკიდებულია იმაზე, თუ განცხადებების მიღმა რამდენად კოორდინირებულად იმოქმედბენ ნატოს მოკავშირეები, მათ შორის აშშ და თურქეთი

- ფაქტია, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში საქართველო საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ გაგრძელდება პროცესები? და მთავარი - ჩვენთვის საფრთხე რა მასშტაბებ მიიღებს, და სავარაუდოდ, როგორ აისახება რუსეთ-თურქეთის ომი საქართველოზე?

- სავარაუდოდ, თურქეთი იმსჯელებს სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გააქტიურების და სამოქმედო არეალის გაფრთოების შესახებ. თუ კრიზისი გაგრძელდა ბუნებრივია, ეს გამოიწვევს მიგრანტთა დიდი ნაკადის ევროპისკენ დაძვრას, რის გამოც დამატებითი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება ევროკაშირი.

რაც შეეხება საქართველოს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რა თქმა უნდა, თურქეთის ეროვნული ვალუტა დასუსტდება ერთმნიშვნელოვნად, რაც უარყოფითად აისახებ საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა საქართველოში არ ველი მიგრანტების დიდ ნაკადს სირიიდან.

- გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას“, რომ საქართველოს სჭირდება დასავლეთისგან დიდი სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის შესაკავებლად“, რომელიც შავ ზღვაზე აძლიერებს თავის კონტროლს.

ამ თემაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ პრემიერ გიორგი გახარიას წერილი „ვაშინგტონ ტაიმსში“. მასში ნათქვამია - „რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში წევრობას და სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე“.

ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები ადრე კი საუბრობდნენ, მაგრამ ასე ხმამაღლა არასოდეს.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ მიმართულებით გააქტიურება? ამ საკითხის განსახილველად ახლა დასავლეთია უფრო მზად თუ რა ხდება?

- ვფიქრობ, დასავლეთის გავლენიან მედია-საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია და მთავრობის წარმომადგენლების მიერ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანებზე ჩვენი პოზიციების რეგულარულად გახმოვანება არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

მეტიც, მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობა უნდა მოქმედებდეს მკაფიოდ განსაზღვრული კომუნიკაციის სტრატეგიით და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმით. ამ ძალისხმევის მთავარი სამიზნე უნდა იყოს როგორც მედია საშუალებები, ასევე ანალიტიკური ცენტრები, შეასაბამის ქვეყნების სამოქალაქო ინსსტიტუციები და ჯგუფები, რომელთაც, გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობა უნდა მოქმედებდეს მკაფიოდ განსაზღვრული კომუნიკაციის სტრატეგიით და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმით. ამ ძალისხმევის მთავარი სამიზნე უნდა იყოს როგორც მედია საშუალებები, ასევე ანალიტიკური ცენტრები, შეასაბამისი ქვეყნების სამოქალაქო ინსსტიტუციები და ჯგუფები, რომელთაც, გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე

გამიჭირდება ეს კონკრეტული სტატიები დავუკავშირო დასავლეთში გაზრდილ მზადოფნას, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ აშკარად არ ჩანს ის ფონი, რაც მზადყოფნის ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებდა.

ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში არსებული სირთულეები და ის პრობლემები, რომლის წინაშე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან.

გამიჭირდება ეს კონკრეტული სტატიები დავუკავშირო დასავლეთში გაზრდილ მზადოფნას, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ აშკარად არ ჩანს ის ფონი, რაც მზადყოფნის ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებდა

ამის მიუხედვად, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ტიპის კომუნიკაცია და მისასალმებელია ნებისმიერი ძალისხმევა ამ მიმართულებით. როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ საერთაშორისო უსაფრთხოების ტრადიციულ გამოწვევებთან ერთად მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ახალ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ვითარდება და შევძლოთ ახალ რეალობებთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად ადაპტირება.

მაგალითად, დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს ეკონომიკურად ახლადგაძლიერებული ქვეყნების გაზრდილი სამხედრო დანახარჯები, რაც რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო მეტ დინამიკას სძენს რეგიონულ თუ გლობალურ პროცესებს.

აგრეთვე, ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებას უდაოდ მოაქვს პროგრესი, თუმცა ის ასევე საშუალებებს უქმნის კონკრეტულ სახელმწიფოებს და არასახელმწიფო აქტორებს ნაკლები რისკითა და დანახარჯებით ხელყონ სხვათა უსაფრთხოება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემების, რასაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი თანამედროვე გამოწვევების რეგულარულ ანალიზზე, შესაბამისი საფრთხეების კოორდინირებული ძალისხმევით განეიტრალებაზე და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

მნიშვნელოვანია, ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი თანამედროვე გამოწვევების რეგულარულ ანალიზზე, შესაბამისი საფრთხეების კოორდინირებული ძალისხმევით განეიტრალებაზე და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ დასავლეთის მზაობის მხრივ განსაკუთრებული მართლაც არც არაფერი ხდება. მეტიც, მინისტრ ზალკალიანისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადებები ნატოზე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას, კერძოდ, საარჩევნო სიტემაზე ოპოზიციასთან შეუთანხმებლობას, თბილისზე ვაშინგტონისა და ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ასევე ვაშინგტონში გახარიას ამ ფონზე სავარაუდო ვიზიტს უკავშირდება.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ამ თემებზე ოპოზიციური გარკვეული სპექტრის მტკიცებები? და თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან, ამ ფონზე რა კონკრეტულ მოვლენებს გამოყოფდით?

- რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობებს, ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმება, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, ნატოს არსებით ღონისძიება პაკეტის მიღება და ნატოსთან ინტიტუციური დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

აგრეთვე აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. ამ მხრივ, ვფიქრობ, ხაზი უნდა გაესვას თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებას, რომლის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორები აქტიურად გვეხმარებიან ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

მე თავს შევიკავებ ოპოზიის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე და აქცენტებზე მსჯელობისაგან, თუმცა აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებში განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებში განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები

აგრეთვე მიმაჩნია, ამ ურთიერთობების დღის წესრიგის ხსენებული თემებით დატვირთვა იწვევს ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებიდან ჩვენი ქვეყნის მეგობრების აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას. ეს კი აშკარად გვირთულებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე წამოწევას.

ვფიქრობ, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ფაქტორი მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პრობლემისა, რაც შესაძლოა დემოკრატიული ინსტიტუტების და მართმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობამ გამოიწვიოს.

საქართველოს შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რისკებსა და საფრთხეებს უკავშირდება. ამდენად, აუცილებლად მიმაჩნია, ხელისუფლებამ დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება პრემიერ -მინსტრის აშშ-ში ვიზიტს, რა თქმა უნდა ეს სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის და უდაოდ კარგია თუ ამაზე მიდის ფიქრი და მუშაობა.

აუცილებლად მიმაჩნია, ხელისუფლებამ დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს, რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის და უდაოდ კარგია თუ ამაზე მიდის ფიქრი და მუშაობა

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჯერაც არაა ცნობილი თუ რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

ამის გამო ოპოზიციურ სპექტრის უმრავლესობასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა საკმაოდ გართულებულიცაა და დაძაბულიც. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში არც სოციალური და არც ეკონომიკური ვითარებაა მაინცადამაინც სახარბიელო.

თქვენ როგორ შეაფასებდით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წელს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას?

- ვფიქრობ, საკმაოდ რთული პოლიტიკური სეზონი გველის. ცხადია ეს არ იქნება არჩევნები, სადაც პარტიები ოპონენტებზე უპირატესობის მოპოვებას პოლიტიკურ იდეოლოგიებზე დაფუძნებული საარჩევნო პროგრამებით შეეცდებიან.

საკმაოდ რთული პოლიტიკური სეზონი გველის. ცხადია ეს არ იქნება არჩევნები, სადაც პარტიები ოპონენტებზე უპირატესობის მოპოვებას პოლიტიკურ იდეოლოგიებზე დაფუძნებული საარჩევნო პროგრამებით შეეცდებიან

როგორც ჩანს, ამის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები კვლავ დიდ დროს დაუთმობენ ოპონენტების ნეგატიურ მხარეებზე საუბარს. ამასთან, დიდი ალბათობით ისევ ბუნდოვანი იქნება ზღვარი მემარჯვენე და მემარცხენე პლატფორმებზე მდგომი პარტიების მხრიდან ამომრჩევლის მიმართ გაკეთებულ შეთავაზებებს შორის.

ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური ძალები ორივე მიმართულებიდან კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობენ სოციალურ დაპირებებს. აგრეთვე, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ოპონონტებთან მიმართებით თავიანთი განსხვავებების ხაზგასმისას და საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთისას კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მათ დამოკიდებულებაზე ერთი მხრივ კონსერვატულ-ტრადიციულ და მეორე მხრივ ლიბერალური ღირებულებების მიმართ. ამის ნიშნები უკვე აშკარად ჩანს.

პოლიტიკური ძალები ორივე მიმართულებიდან კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობენ სოციალურ დაპირებებს. აგრეთვე, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ოპონონტებთან მიმართებით თავიანთი განსხვავებების ხაზგასმისას და საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთისას კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მათ დამოკიდებულებაზე ერთი მხრივ კონსერვატულ-ტრადიციულ და მეორე მხრივ ლიბერალური ღირებულებების მიმართ. ამის ნიშნები უკვე აშკარად ჩანს

ეს ალბათ გარკვეულწილად იმ ტენდენციის გამოძახილიც არის, რაც დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებში შეინიშნება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური სუბიექტები ძირითადად ამ ნიშნით გაერთიანდებიან, ვინაიდან ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არსებობს კოალიციების ჩანასახები, სადაც კონსერვატული და ლიბერალური, ასევე მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური ძალები დიდი ალბათობით ერთადაც იქნებიან წარმოდგენილნი.

ბუნებრივია, ქვეყნისთვის მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში და არსებულმა დაძაბულობამ არ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები.

ქვეყნისთვის მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში და არსებულმა დაძაბულობამ არ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები

ხელისუფლების მიერ 20 ივნისს, დღის სხვადასხვა ეტაპზე დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა და შემდგომში პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებამ მნიშვნელოვნად დაძაბა ვითარება და ხელი შეუწყო ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის მატებას.

ამასთან, აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხშირად მიუთითებენ წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე არც აწმყო აქვს განსხვავებული. მათ ძალადობისკენ არაერთხელ გაექცათ სიტყვაც და ხელიც. ეს ნათლად ვიხილეთ 20 ივნისსაც.

სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის ბოლო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ეს პოლიტიკური ძალა კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ოპოზიციურ პარტიებს შორის და შესაბამისად მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ოპოზიციის დღის წესრიგის განსაზღვრაში.

როგორ წარიმართება პროცესები ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ახლად შექმნილი და შექმნის ეტაპზე მყოფი პოლიტიკური ჯგუფები მოკლე დროში ძალების მოკრეფას და ამომრჩევლისთვის განსხვავებული და პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას, რამდენად შეძლებს მართველი გუნდი დაშვებული შეცდომების სათანადოდ გააზრებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას.

როგორ წარიმართება პროცესები ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ახლად შექმნილი და შექმნის ეტაპზე მყოფი პოლიტიკური ჯგუფები მოკლე დროში ძალების მოკრეფას და ამომრჩევლისთვის განსხვავებული და პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას, რამდენად შეძლებს მართველი გუნდი დაშვებული შეცდომების სათანადოდ გააზრებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს საკმაოდ კარგად აქვს შეფასებული ის საფრთხეები, რაც ქვეყანას შესაძლოა დესტაბილიზაციამ მოუტანოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს არალეგიტიმური ძალადობრივი აქტებით გამოწვეული პროცესები და არ ვგულისხმობ კანონიერ პროტესტს, რაც დემოკრატიის ერთერთი ფუნდამენტური ელემენტია.

აგრეთვე მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მით უფრო მეტად და სწრაფად იცვლება ამომრჩევლის დამოკიდებულიება პოლიტიკური პროცესების მიმართ - პოლიტიკური თვალსზრისით უფრო მოწიფული ხდება.

ამ ფონზე, გაცილებით უფრო დაბალი ტემპით იცვლება პარადიგმა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის. პარტიები რეგულარულად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით გასნსახორციელებელ ცვლილებებზე და ნაკლებად ახდენენ მათ ქმედებებში იმ ცვლილებების დემონსტრირებას, რასაც ამომრჩეველი მათგან ყველაზე მეტადელის.

ვფიქრობ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბოლო წლებში, არჩევნებამდე ყოველთვის დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.

- ვიცით, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლბასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები შეწყვეტილია. მიუხედავად ამისა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ამ თემებზე კონსულტაციები მხარეებს შორის მაინც მიმდინარეობს.

დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება. ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ შესაძლოა გაჩნდეს კითხვები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. რა მოლოდინი გაქვთ მოვლენების განვითარებაზე?

- ცალკე აღებული საარჩევნო სისტემა, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში ტარდებოდა არჩევნები ბუნებრივია ვერ გახდება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი.

როგორც აღვნიშნე, ხელისუფლება მის მიერ გაკეთებულ დანაპირებზე უარის თქმის შედეგად იღებს ზიანს და სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზეც აისახება, თუმცა ამ კონკრეტული მიზეზით არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია.

ხელისუფლება მის მიერ გაკეთებულ დანაპირებზე უარის თქმის შედეგად იღებს ზიანს და სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზეც აისახება, თუმცა, ამ კონკრეტული მიზეზით არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ შეძლოს კომპრომისზე წასვლა.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ექნება ამომრჩეველს საშუალება თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, რამდენად მიეცემა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიას თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური ძალები თავისუფლად ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია, რამდენად იქნებიან სამართალდაცვის სტრუქტურები დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებიდან და სხვა შესაბამის ფაქტორებზე.

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ შეძლოს კომპრომისზე წასვლა

ამასთან მნიშვნელოვანია არ მოხდეს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ გაჩნდეს კითხვები ხმების დათვლასთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორც ეს მოხდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დასკვნით ხმების 23%-ის დათვლის პროცესი შეფასდა ცუდად ან ძალიან ცუდად.

ზოგადად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანამ ეუთოსგან 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ამ თემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი დიპლომატების მონაწილეობით?

- ვერ გეტყვით რამდენად მოხდება შეთანხმება, რომელსაც მიიღებს ყველა მხარე. თუმცა, ვფიქრობ, გადაიდგმება ნაბიჯი დღეს არსებული სისტემის კორექტირებისაკენ.

- პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვაზე - შესთავაზა თუ არა მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 110/40-ზე საარჩევნო სისტემა, ასე უპასუხა - "არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს და რაც ამ რიცხვებს მეორე ხარისხოვანს ხდის".

რა შეიძლება იყოს „ის“ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მხარეებმა განიხილეს და რაც მეორეხარისხოვანს ხდის იმას, თუ რამდენი მაჟორიტარული ოლქი დარჩება საბოლოოდ?

- არ ვარ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და შესაბამისად არ მაქვს ინფორმაცია. არც ისე დიდი დრო რჩება და ალბათ მალე შევიტყობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხები.

- ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ 20 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით ხელისუფლებამ მორიგი შიდა არეულობა თავიდან აიცილა.

შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ მიუხედავად გართულებული რუსულ-ქართული ურთიერთობებისა, მოსკოვი აქტიურად იქნება ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს რომ ასე იქნება, ამის კარგი მაგალითი იყო ისიც, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოზე კიბერშეტევებს.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ იქნება ჩართული ჩვენს არჩევნებში რუსეთი, და თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მისი ჩართულობა არჩევნების შედეგებზე სერიოზულად აისახოს?

- ვფიქრობ, მარტივი დაკვირვებითაც ჩანს, რომ საქართველოსთან მიმართებით თავისი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად რუსეთი ორიენტირებულია შემდეგ ძირითად ამოცანებზე - ქვეყანაში ნიჰილიზმის დამკვიდრება საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება, აგრეთვე, შიდა დაპირისპირებების პროვოცირება და საზოგადოების მაქსიმალური ფრაგმენტაცია.

ამასთან, ბუნებრივია ამ კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ჰიბრიდიდული შეტევის სხვადასხვა ინსტრუმენტებს.

საქართველოსთან მიმართებით თავისი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად რუსეთი ორიენტირებულია შემდეგ ძირითად ამოცანებზე - ქვეყანაში ნიჰილიზმის დამკვიდრება საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება, აგრეთვე, შიდა დაპირისპირებების პროვოცირება და საზოგადოების მაქსიმალური ფრაგმენტაცია

ცხადია, რუსეთი არ დაიშურებს ძალისხმევას და გამოიყებს ნებისმიერ ფაქტორს და შესაძლებლობას, რაც მას ქვეყნის დესტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის მიეცემა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.

საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე, იქნებოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია კონკრეტული საფრთხეების წინააღმდეგ და ერთგვარი შეთანხმება იმ წითელ ხაზებზე, რაც არ გადაიკვეთებოდა მათი მხრიდან. თუმცა, პოლარიზების მაღალი ხარისხის და ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკური კულტურის არსებული სტანდარტების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს.

არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებით, არამედ ზოგადად, მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გაძლიერდეს თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ამის უკიდურესი აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდე განხორციელებულმა კიბერშეტევამ, რომელიც სწორედ პარტნიორების მხარდაჭერით იქნა გამოძიებული.

საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე, იქნებოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია კონკრეტული საფრთხეების წინააღმდეგ და ერთგვარი შეთანხმება იმ წითელ ხაზებზე, რაც არ გადაიკვეთებოდა მათი მხრიდან. თუმცა, პოლარიზების მაღალი ხარისხის და ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკური კულტურის არსებული სტანდარტების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს

ვფიქრობ, ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის მეგობრების განცხადებები კარგ საფუძველს ქმნის, რომ შევიმუშავოთ კონკრეტული წინადადებები ამ მიმართულებით და დავიწყოთ მათი განხილვა შესაბამის პარტნიორებთან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გაძლიერება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მთავრობას, რაც გულისხმობს, როგორც შესაბამისი საჯარო მოხელეების პროფესიული უნარების გაძლიერებას, ასევე, კონკრეტულ მხარდაჭერას სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით.

ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი სამთავრობო უწყებების საშუალო რგოლის წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე საკმაოდ სასარგებლო ცოდნა მიიღეს ამ სფეროში და კვლავ განაგრძობენ შესაბამის პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას. საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მხიდანაც.

მიმაჩნია, რომ გაწეული ძალისხმევით იქმნება საკმაოდ კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანამ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის არსებითად გაძლიერებისათვის, რაც მას დაეხმარება, ამ კუთხით არსებული როგორც საშინაო და საგარეო გამოწვევების გამკლავებაში. ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით