გია ვოლსკი - „კაა" და კუპრავა აღარავის ახსოვს - იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას" დავაბრალოთო

თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილის ბრალდებას, რომ კუპრავაზე თავდასხმის ავტორი ხელისუფლებაა. ვოლსკის განცხადებით, ზვიად კუპრავამ თავისი რესურსი ამოწურა და ოპოზიციამ მისი ცემა სათავისოდ გამოიყენა.

„ადამიანი, რომელმაც დიდი ალბათობით პარლამენტში ქიმიური ნივთიერება მოასხა და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, გამოვიდა და კატეგორიულად მოითხოვა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ნუ დავადებთ ხელს, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოზე ჩანს, ვინ არის ორი სკუნსი. ამავდროულად, დღეს გამოდის და უაპელაციოდ აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას, რომელმაც თავის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამოწურა, თავს დაესხა ხელისუფლებაში მყოფი ძალა. ეს ადამიანი ხელს იშვერს იმ ხელისუფლებისკენ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ვიდრე მის პარტიას ჰქონდა ჰქონდა. თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და მით უმეტეს, გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს. აქცია აღარ არის, სარალიძის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ის „კაა" და კუპრავა აღარავის ახსოვს. იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და "ქართულ ოცნებას" დავაბრალოთო,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზვიდ კუპრავა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემაზე მუშაობდა, რომლის გასაჯაროვებაც ხელისუფლებას არ აწყობს. ვოლსკის განცხადებით, თავდასხმა კუპრავას ვერ შეაჩერებს და თუ რაიმე ინფორმაციას ფლობს, მაინც გამოაქვეყნებს.

„ახლა უფრო არ გამოქვეყნებს? შეეშინდა თუ რა? ზვიად კუპრავა უშიშარი ქვა და რკინაა, ვერანაირი ცემა მას ვერ გააჩერებს. თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს. რომელი ინტელექტუალური რესურსი მაგას აქვს, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს? გამოდის და ნიკა გვარამიას მსგავსად, ხელისუფლებას აბრალებს თავდასხმას იმ იმედით, რომ დასავლეთ პრტნიორ ქვეყნებში ვინმე ყურადღებას მიაქცევს. იმიტომ არიან ეს ადამიანები ხეპრეები,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით