კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე  -  1.1 ტრილიონიანი დანაკარგი

კორონავირუსის (COVID-19) ახალმა აფეთქებამ, რომელიც ჩინეთში - პროვინცია ვუჰანში დაიწყო, უკვე 2 000 ადამიანზე მეტი შეიწირა, სიკვდილიანობის გარდა მან უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ოკონომიკაზე. როგორც იცით, ჩინეთი მოწინავე ქვეყანაა ეკონომიკის სიძლიერითა და ზრდის მაჩვენებლით, ეს დარტყმა არა მხოლოდ ჩინეთზე, არამედ მთელ მსოფლიოზე აისახა.

სტატიაში მოყვანილი ეკონომიკური ანალიზი ეკუთვნით ფინანსური პროდუქტების შედარების ონლაინ პლატფორმის - Financer Georgia-ის ანალიტიკოსებს.

ეკონომისტების ვარაუდით, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შემცირდება 1.3 %-ით, რაც დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტია.

Apple-მა ინვესტორებს ამ კვირის დასაწყისში განუცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში ვერ სრულდება სამიზნე გაყიდვები, iPhone–ების მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ვირუსით გამოწვეული ჩინეთის ხარჯვითი წილის მკვეთრი ვარდნის გამო. ცნობილია, რომ Iphone- ების დიდი ნაწილი ჩინეთში იწარმოება.

Carmaker Jaguar Land Rover- მაც აღნიშნა, რომ მათთანაც იჩინა თავი მიწოდების პრობლემამ და ავტომობილების ნაწილების წარმოების წილი გადავა ბრიტანულ ქარხნებში, რაც კომპანიისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ეკონომიკის თქმით, კორონავირუსი თუ მხოლოდ აზიაში გავრცელდება ასეთი აქტიური ტემპებით, მსოფლიოს მშპ 2020 წელს შემცირდება 400 მილიარდი დოლარით, ანუ 0,5% -ით. თუ ვირუსი მასშტაბურად გასცდება აზიას და იქცევა გლობალურ პანდემიად, მსოფლიო მშპ-ს ზრდა შემცირდება $ 1,1 ტრილიონით – ანუ დაახლებოთ 1.3%–ით, ეს, დაახლოებით, იგივე იქნება, რაც ინდონეზიის მთლიანი წლიური პროდუქტის დაკარგვა, შეგახსენებთ, რომ ინდონეზია მსოფლიო ეკონომიკის რუკაზე მე-16 ადგილს იკავებს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთში ეპიდემია აქტიურად ვრცელდება და არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი ჩინეთის ცენტრალურ რეგიონებში, სავარაუდოა, რომ ეს პროცესი გამოიწვევს სამუშაოებიდან მასობრივ დათხოვნასა და ხელფასების შემცირებას.

საფონდო ბირჟაზე მყოფი ფირმების 85%-ს აქვს საკმარისი ფინანსები, იმისთვის, რომ 6 მომდევნო თვის განმავლობაში დააკმაყოფილონ თანამშრომლები ფინანსურად, ახალი გაყიდვების მიუხედავად.

თუმცა, ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბევრად მალე დადგება სავალალო შედეგები, სავარაუდოა, რომ სამუშაო ადგილების მკვეთრი კლება მალევე დაიწყება და კომპანიების დახურვამდე მივა. ჩინეთის ორმა წამყვანმა უნივერსიტეტმა ჩაატარა გამოკითხვა 1000 მცირე და საშუალო ბიზნესზე, დადგინდა, რომ თუ არსებული სიტუაცია არ გაუმჯობესდება, კომპანიების ერთ მესამედს ერთ თვეში ამოეწურება ფულადი სახსრები; 40%-ს კი იგივე შედეგი დაუდგება 3 თვის შემდეგ.

პანდემია მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერ ეკონომიკურ შოკებს გამოიწვევს, შესაძლოა, იყოს 1,1 ტრილიონი დოლარის ზარალიც.

მსოფლიო ეკონომისტების ვარაუდით, ვაქცინა 1 წლის ვადაში შეიქმნება, რასაც, ცხადია, დიდი გავლენა ექნება ეკონომიკაზე და ნელ-ნელა მსოფლიო ეკონომიკა აღმავლობის ფაზაში შევა.

Financer.com Georgia არის საერთაშორისო კომპანია, რომლის მიზანიცაა პირადი ფინანსების შესახებ ინფორმაციის ამაღლება და ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა. კომპანია მოიცავს სესხებს, დაზოგვისა და ინვესტირების საკითხებს, რჩევების გაზიარების გარდა, აქ შეხვდებით სესხების შედარების სისტემებსა და კალკულატორებს, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ სესხი ისეთი პირობებით, რომელიც თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Financer.com-ს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა