ამირან გამყრელიძე - ინფექციური საავადმყოფო სტრატეგიული ობიექტია, სადაც ყველაზე პროფესიონალები მუშაობენ და მათ უნდა მივცეთ უფლება იმუშაონ

ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ, რადგან თითოეულ თქვენთაგანს, იგივე მე, რამე რომ დაგვჭირდეს, ამ ადამიანებთან უნდა მივიდეთ, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფექციურ სავადმყოფოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს მხრიდან ერთ-ერთი არხისთვის ბოიკოტის გამოცხადება, როცა საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არავითარი ბოიკოტი არ არის.

„გასაგებია, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის ქვეყნის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ქვეყნის ხერხემალი ეპიდემიებთან კლინიკური ბრძოლის.

ძლიერი დასაყრდენია ყოველმხრივ, რადგან თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იქ გახლავთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები და გამოცდილი სამედიცინო პერსონალი ნებისმიერ ინფექციასთან ბრძოლის კუთხით, არამარტო კორონავირუსული, არამედ გაცილებით უფრო მძიმე, ე.წ. განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ ინფექციებთან.

ვერ გეტყვით რომელ გადაცემაში იყო საუბარი, ამ საკითხს ღრმად არ ვიცნობ. ვერ გეტყვით ბოიკოტი გამოცხადდა, არ გამოცხადდა. ხომ ხედავთ არავითარი ბოიკოტი არ არის, ვსაუბრობ ღია ეთერში ყველასთან, თქვენთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას ჩემ კოლეგებთან.

ყველას გთხოვთ, დავმშვიდდეთ, ექიმებს უფლება მივცეთ თავიანთ ადგილზე იმუშაონ. ვიმეორებ, ინფექციური საავადმყოფო ქვეყნის სტრატეგიული ობიექტია, სადაც ყველაზე უფრო პროფესიონალი კადრები მუშაობენ და მათ უნდა მივცეთ უფლება იმუშაონ, მოარჩინონ ადამიანები.

საზოგადოებას გაწვდით ინფორმაციას, დაგიმალეთ რამე? ბოიკოტზე არ არის საუბარი, ჩვენ ერთმანეთს მუშაობა უნდა ვაცალოთ, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ყველა ზარს რომ ვუპასუხო, ნიშნავს, რომ არ უნდა ვიმუშაოვო. მერე აქეთ დამდებთ ბრალს არაფერს აკეთებსო, ხომ უნდა მომცეთ უფლება და ასევე ექიმებს მისცეთ უფლება მუშაობის. მედიას დიდი როლი გეკისრებათ ამ ტიპის პანიკის და ამ ტიპის ეპიდემიების, თუ ეპიდაფეთქებების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენად სწორად მიიტანთ ინფორმაციას“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ყველა უნდა ენდოს სამედიცინო პერსონალს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო