გიორგი ვაშაძე - ჩვენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით 3 კონკრეტული ინიციატივა შევიმუშავეთ

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივებთან და მეწარმეებთან შეხვედრები გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "ახალი საქართველოდან აცნობეს, ვაშაძემ აგრეთვე მათი მეურნეობა დაათვალიერა და მეღვინეების პრობლემებს გაეცნო.

„ბოლნისი არის საქართველოს ისტორიული აკვანი, აქედან 4 კილომეტრში არის შულავერი, სადაც პირველი წიპწა არის აღმოჩენილი. ჩვენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს 3 კონკრეტული ინიციატივა, პირველი, ფიქსირებული ფასი ფერმერული მეურნეობის სტიმულირებისათვის, მეორე მიწის ბანკის შექმნა, მესამე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საირიგაციო სისტემის გამართვა აიეს თელასის მოდელის საფუძველზე, ასევე დაგეგმილია ლოჯისტიკური ჯაჭვის აწყობა. მევენახეების სურვილი უცხოურ ბაზრებზე შევიდნენ, წახალისებული უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან, რაც მთავარია მიკროკრედიტების პროგრამა უნდა იყოს კონკრეტულად მორგებული, კონკრეტულ რაიონზე ინდივიდუალურად. კრედიტები უნდა გაიცემოდეს რეგიონის სპეციფიკის მიხედვით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო