კორონავირუსის გამო, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში სადეზინფექციო საშუალებებით - მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე მუშავდება.

დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები.

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო: "თბილისის მიკროავტობუსი" სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს