დავით უსუფაშვილი - კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან გვესმის პრინციპი - 40 %- ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა

ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ ყველა პატარა საკითხსაც კი ვეჭიდებით იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ , - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის აზრით, კარგი ის არის, რომ „ორივე მხრიდან გვესმის ერთი და იმავე პრინციპი 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა“.

„ამ პროცესში არ არის საჭირო გართულებები, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირი ჩარევის შემდეგ დაინახა, რომ შეთანხმება არის აუცილებელი. ახლა საჭიროა, მეტი გამძლეობა და მოთმინება მხოლოდ 110 /40-ში არ არის საქმე. ნაკლებად მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ დარჩენილი 40 ოლქი, როგორი იქნება ზომაში თბილისიც ერთ მაჟორიტარს აირჩევს და სიღნაღიც? ხომ არ იქნება სწორი? იქ 50 000 ამომრჩეველია და აქ 900 000. მთავარი და კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან გვესმის ერთი და იმავე პრინციპი, რომ 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა. ამ პრინციპის ხორცშესხმის დეტალებზე მიდის არაფორმალური საუბარი. ელჩებთან ერთად რომ ვსადილობთ არ ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე აღარ ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა 40%-იანი პრინციპის მიღწევის საშუალებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 40%-იანი პრინციპის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალება 125/25-ზე პროპორციაა, რომელიც ყველაფერს არითმეტიკულად უზრუნველყოფს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით უსუფაშვილი - კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან გვესმის პრინციპი - 40 %- ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა

ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ ყველა პატარა საკითხსაც კი ვეჭიდებით იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ , - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის აზრით, კარგი ის არის, რომ „ორივე მხრიდან გვესმის ერთი და იმავე პრინციპი 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა“.

„ამ პროცესში არ არის საჭირო გართულებები, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირი ჩარევის შემდეგ დაინახა, რომ შეთანხმება არის აუცილებელი. ახლა საჭიროა, მეტი გამძლეობა და მოთმინება მხოლოდ 110 /40-ში არ არის საქმე. ნაკლებად მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ დარჩენილი 40 ოლქი, როგორი იქნება ზომაში თბილისიც ერთ მაჟორიტარს აირჩევს და სიღნაღიც? ხომ არ იქნება სწორი? იქ 50 000 ამომრჩეველია და აქ 900 000. მთავარი და კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან გვესმის ერთი და იმავე პრინციპი, რომ 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა. ამ პრინციპის ხორცშესხმის დეტალებზე მიდის არაფორმალური საუბარი. ელჩებთან ერთად რომ ვსადილობთ არ ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე აღარ ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა 40%-იანი პრინციპის მიღწევის საშუალებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 40%-იანი პრინციპის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალება 125/25-ზე პროპორციაა, რომელიც ყველაფერს არითმეტიკულად უზრუნველყოფს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია