ამირან გამყრელიძე - თუ განსაკუთრებული საჭიროება არაა, მოვერიდოთ მოგზაურობას - ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე სიმპტომების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მაღალდასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს. ამირან გამყრელიძე პირებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან, თხოვნით მიმართავს, რომ საზღვარზე შემოწმებისას მედიკოსებს ყველა სიმპტომის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„პირველი ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ თავი ავარიდოთ მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას. ესენია ჩინეთი, ირანი და იტალია ძირითადად, მაგრამ მინდა ასევე საზოგადოებას ვთხოვო, ეს არ არის მანდატორული რეკომენდაცია, თუმცა არის რეკომენდაცია, რომ თუ განსაკუთრებული საჭიროება არაა, მოვერიდოთ მოგზაურობას, ასევე მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც ბრუნდებიან იტალიიდან ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი: თვითიზოლაციის რეჟიმი და კარანტინის რეჟიმი. ვისაც აქვს საზღვარზე სიმპტომები, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ ეს საზღვარზე არ დაფიქსირდეს და ამის შემდგომ იმალება სიმპტომი დროებით. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე მათი სიმპტომების შესახებ. ეს არის, პირველ რიგში, მათთვის და ამით ვიცავთ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ასევე მინდა მივმართო მათ, აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები, რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ და ისინი გადაყვანილები იქნებიან კარანტინში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ირანიდან და ჩინეთიდან ადამიანთა შემოსვლა თითქმის შეწყდა, იტალიიდან კი ყველაზე მეტი მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება.

„დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს. თითქმის შეწყდა ირანიდან და ჩინეთიდან შემოსვლა ადამიანების, ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება, რა თქმა უნდა, იტალიიდან. ძირითადად შემოდიან ჩვენი თანამემამულეები. მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში გახლავთ 119 ადამიანი. აქედან 31 საჩხერეში, აბასთუმანში - 26, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში - 14, "ვივა მედის" სასტუმრო განყოფილებაში - 35. დღეს დაემატა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. გუშინ მოხდა მისი დაცლა და იქ წევს 13 ადამიანი, რომლებიც, როგორც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის მქონეები, გადაყვანილები იქნენ ძირითადად ინფექციური საავადმყოფოდან. ბოქსირებულში რჩება 25 ადამიანი, აქედან, როგორც გითხარით, 3 არის დადებითი. დანარჩენები კვლევის ფაზაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა