სასამართლო ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას და მასთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული გიორგი ულუმბელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

"დაბა ბაკურიანში 3 კოტეჯის მშენებლობა ნებართვის გარეშე უნდა დაწყებულიყო და განხორციელებულიყო. მისი მფარველობით და მისი სამსახურების მიერ არგამოვლენის სანაცვლოდ ლიპარტიამ მოითხოვა თითოეულ კიტეჯზე 3500 ლარი, ანუ 3 კოტეჯზე 10 500 ლარი. ეს ინფორმაცია იცოდა მისმა ერთ- ერთმა მეგობარმა პირმა, ჩართული იყო ამ პროცესში და მან ეს ინფორმაცია არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ლევან ლიპარტიას დამატებით აქვს კიდევ ბრალი წარდგენილი. სახელმწიფო ბრალდება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას. როცა მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავება, შესაბამისად განხორციელდა მისი ავტომანქანის ჩხრეკა და აღმოჩენილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი",- განაცხადა საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ლევან ლიპარტიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს.

"არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ვცნობთ. სასამართლო რამდენად იქნება ობიექტური, ამას გავიგებთ თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. დაახლოებით 8-9 თვის უკან ფაქტობრივ გარემოებას ედავებიან, ეს ცოტა არ იყის საინტერესო მომენტია",- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალუსტებთან პროცესის დაწყების წინ.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი დააკავეს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით