არჩილ თალაკვაძე - ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები არის შეთავაზებული - შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

„ჩვენ დღეს გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა. განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განიხილებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას და მოლაპარაკებებს, პოლიტიკოსების დაახლოებას.

ამ მომენტისთვის, შემიძლია, გითხრათ, ჩვენს გუნდასაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარდეს, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, რომ თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას ცდება, რომელიც განიხილებოდა. მინდა ყველა ადამიანი დავამშვიდო, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს. ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან ნაბიჯები არის გადადგმული იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით, შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს, მოუწევს, რომ საზოგადოებასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზი და მოტივაცია“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო