ოლეგ ჟურავლიოვი - რუსეთი ვეღარ უზრუნველყოფს სირიის თავზე თურქული თვითმფრინავების უსაფრთხოებას

რუსეთი ვეღარ უზრუნველყოფს სირიის თავზე თურქული თვითმფრინავების უსაფრთხოებას მას შემდეგ, რაც დამასკომ იდლიბის თავზე საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ სირიაში მოწინააღმდეგე მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა ოლეგ ჟურავლიოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სირიის მთავრობა იძულებული გახდა, იდლიბის საჰაერო სივრცე დაეხურა.

”ასეთ პირობებში, რუსეთის დროებითი ჯგუფის სარდლობა ვეღარ უზრუნველყოფს სირიაში თურქული თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოებას”, - აღნიშნა ოლეგ ჟურავლიოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქულმა ეფ-16 ტიპის გამანადგურებლებმა სირიის ხელისუფლების კუთვნილი ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სირიის საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა კი ექვსი თურქული დრონი გაანადგურეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს