ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ექსპორტზე გადის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე აქტიური მუშაობის შედეგად სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით ახალი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.

„თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით 2018 წელს სსსტც „დელტას“ სპეციალისტების მიერ ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპი დამზადდა, რომლის პირველი საჯარო ჩვენება საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართა. 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. პოტენციური შემკვეთის სურვილის მიხედვით საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად