იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - არსებობს თეორია, რომ ბავშვებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებს აცრები, რაც  ბავშვთა ასაკში ტარდება

არსებობს თეორია, რომ პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებს იმუნიზაცია ანუ ის აცრები, რაც ტარდება ბავშვთა ასაკში, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერემციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

“20 წლამდე მოსახლეობის სულ ორი პროცენტია დაინფიცირებულთა ჩამონათვალში. 15 წლამდე, რეალურად ბავშვთა ასაკი რასაც ნიშნავს, კიდევ უფრო მცირეა დაინფიცირებულების რაოდენობა. მიზეზი ამისა, თუ რატომ არის ბავშვებში ნაკლებად, რთულია ასახსნელად. კონკრეტული მოტივაცია, რატომ არის ასეთი მცირე რაოდენობით, არ არსებობს, თუმცა არსებობს თეორია, რომ პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებს იმუნიზაცი, ანუ ის აცრები, რაც ტარდება ბავშვთა ასაკში, თუმცა ეს არის მხოლოდ თეორია. ძალიან მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც დაუდასტურა კორონავირუსი”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, გაზაფხულიდან ვირუსების რიცხვი შემცირდება.

“ითვლება, რომ კორონავირუსისთვის ხელსაყრელი გარემო არის დაბალი ტემპერატურა. კატეგორულად ამის თქმა ძნელია, თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს ამ მოსაზრებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იქნება იმისი, რაც კორონავირუსს სჭირდება. ტემპერატურა და ტენიანობა მოიმატებს წვიმების გამო და შესაძლებელია, გაზაფხულზე ვირუსების რიცხვი შემცირდეს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?