გიორგი ვაშაძე - თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება, კონკრეტულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ამას მხარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭირონ, თუ პოლიტპატიმრები მოგვიწოდებენ

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, კონკრეტულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ადეკვატურ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისკენ პოლიტპატიმრები მოუწოდებენ.

„ჩემთვის პრინციპულია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის საკითხი. ამ კუთხით ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩატარებული და მხარს გვიჭერენ საერთაშორისო პარტნიორებიც. მოლაპარაკებების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. მოლაპარაკება არ იქნება თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ. თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება, კონკრეტულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ამას მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას პოლიტპატიმრები მოგვიწოდებენ. ადეკვატურ საარჩევნო მოდელზე სხვადასხვა მოდელი იყო გაჟღერებული ეს იყო 15/135 - ზე და 20/130- ზე. ეს არის ის უკიდურესი ზღვარი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა. მაგრამ როდესაც გარკვეული პარტიების მხრიდან ეს პოზიცია გაჟღერდა, სწორედ მაშინ მოხდა გიგი უგულავას დაკავება და პარტიებში არ გვქონია დამატებითი კონსულტაციები ამ ციფრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა