წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გაზაფხულის სასწავლო სემესტრს სიახლით იწყებს

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გაზაფხულის სასწავლო სემესტრს სიახლით იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ნიდერლადების ბიზნეს სკოლასთან (business school Netherlands), თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საუკეთესო შანსია საერთაშორისო ცოდნას და გამოცდილებას ეზიარონ.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური ხარისხის მქონე, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით მომზადებაა. უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ ორმხრივად მომგებიანი პროექტების იმპლემენტაციით ხდება ინტელექტუალური ცხოვრების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

მემორანდუმი გულისხმობს წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეალური შესაძლებლობას გაჩენას, მონაწილეობა მიიღონ, ნიდერლანების ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.

„მემორანდუმი ხელს შეუწყობს სანგუს სტუდენტებს: მიიღონ ღირებული განათლება; ჩაატარონ გაერთიანებული კვლევითი საქმიანობა; დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სემინარებში და ონლაინ შეხვედრებში; დაესწრონ ონლაინ ლექციებს; კონსულტაცია გაიარონ აკადემიურ პერსონალთან და/ან გაესაუბრონ ნიდერლანდების ბიზნეს სკოლის სტუდენტებს; მიიღონ ტრეინინგებში, კონფერენციებში და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობა, დისტანციურად და/ან ფიზიკურად; სანგუს და ნიდერლანდების ბიზნეს სკოლას შორის მოხდება გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარება, ასევე გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები სფეროს და საგანანათლებლო პროგრამების განსავითარებლად“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, წმ. ანდრიას უნივერსიტეტი 2020 წელს კიდევ ბევრ საერთაშორისო უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან გეგმავს მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმებას. უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ ამ სახის საერთაშორისო დონის თანამშრომლობები დიდ შესაძლებლობებს უჩენს სანგუს სტუდენტებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა