„პენსია ჩარიცხვამდე“ - სერვისი უკვე „ლიბერთის“ ბანკომატებშია

მომსახურების გამარტივების, ბანკში ვიზიტის დროის შემცირების და ასევე, რიგების მაქსიმალურად განტვირთვის მიზნით, სერვისი „პენსია ჩარიცხვამდე“ უკვე ხელმისაწვდომია „ლიბერთის“ ბანკომატებში. დღეიდან, „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ასაკის მომხმარებლებს ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს „ლიბერთის“ 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე.

„მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებული სერვისი დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით გახდა ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, რადგან ვფიქრობთ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდებასა და ჯანმრთელობის მოფრთხილებაში. ამ მიმართულებით, უახლოეს დღეებში, ბანკში ასევე გატარდება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები“, - განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

„ლიბერთის“ ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ ბანკი, განახლებული მობაილ ბანკი (Android | iOS), დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 555 550, ბანკომატები და სწრაფი მომსახურების აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის ონლაინ სერვისი: https://libertybank.ge/ka/booking

(R)

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა