Ashley Homestore-ში საგაზაფხულო, 40%-მდე ფასდაკლებები დაიწყო

უმაღლესი ხარისხის ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ Ashley Homestore დიდი საგაზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო.

პირველიდან 10 მარტამდე მომხმარებლებს საშუალება აქვთ, 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ სახლის დეკორაციებზე, განათებასა და ავეჯის შერჩეულ კოლექციაზე.

კომპანიის განმარტებით, აქსესუარების შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერი ინტერიერისთვის ხალიჩიდან დაწყებული ჭაღით დამთავრებული. ფასდაკლება 15%-დან იზრდება შეძენილი რაოდენობის მიხედვით. განათების შეძენის შემთხვევაში 40% ფასდაკლება ვრცელდება პირველივე შენაძენზე.

მაგალითად თანამედროვე ოქროსფერი ჭაღი შეგიძლიათ 580 ლარის ნაცვლად 348 ლარად შეიძინოთ, ხოლო ვინტაჟური ტორშერი 920 ლარის ნაცვლად 552 ლარად.

ამასთან, აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, გაზაფხულზე აქტუალური აქსესუარები - ბალიშები და პლედები შეიძინონ ტერასისა და ეზოსთვის.

ფასდაკლება ვრცელდება როგორც მისაღების, ისე საძინებლის კომპლექტზე.

უფრო კონკრეტულად, მაგიდისა და 4 სკამის შეძენა Ashley Homestore-ში 1970 ლარის ნაცვლად, 1490 ლარად არის შესაძლებელი. რბილი ავეჯის კომპლექტი კი 5 220 ლარის ნაცვლად, 3 900 ლარი ღირს. დიდი ფასდაკლება ვრცელდება საწოლზე, ტუმბოსა და კომოდზე, რომლის ფასიც 4 690 ლარის ნაცვლად, ჯამში 3 500 ლარია.

Ashley Homestore -ში აღნიშნავენ, რომ ავეჯი ნატურალური ხითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის დამზადებული. წელს ამერიკული კომპანია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. საგაზაფხულო შეთავაზება გამორჩეულია და განსაკუთრებულად საინტერესო მათთვის, ვისაც სურს ამერიკული კომფორტი მისაღებ ფასში შეიძინოს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო