გიორგი ვაშაძე ადამ კინზინგერის განცხადებაზე - თუ პროგრესი არ იქნება, აშშ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ბევრისთვის მართლაც სიურპრიზი იქნება

„ქართული ოცნება“ არის საფრთხე, რომ საქართველო მოექცეს საგარეო იზოლაციაში, - ასე გამოეხმაურა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

ვაშაძის განცხადებით, თუ პროგრესი არ იქნება, აშშ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ბევრისთვის მართლაც სიურპრიზი იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლებას ცოტა დრო რჩება, რათა გონს მოეგოს.

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, საქართველოს ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყნის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კიდევ ერთი კონკრეტული განცხადება გააკეთა. თუ არ იქნება პროგრესი, არის კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, რომლებსაც ისინი გადადგამენ, რომელიც ძალიან დიდი სიურპრიზი შეიძლება იყოს ბევრისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარკვეულწილად შინაარს ვიცნობ, რა ნაბიჯებზეა საუბარი, თუმცა არა მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა , რომ „ქართული ოცნება“ არის საფრთხე, რომ საქართველო მოექცეს საგარეო იზოლაციაში. ამიტომ მათ მართლა ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ გონს მოეგონ და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან კითხვაზე, „თუ ვერ იხილავთ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი? ადამ კინზინგერმა ასე უპასუხა: „ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“