სებასტიან კურცი - თუ ევროკავშირი პრეზიდენტ ერდოღანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მაშინ ეს ევროკავშირის დასასრული იქნება

საბერძნეთის მიგრანტების კრიზისი ევროკავშირზე თურქეთის მიერ მოწყობილი თავდასხმაა, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ვენაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ეს თურქეთის თავდასხმაა ევროკავშირსა და საბერძნეთზე. ისინი ევროკავშირზე ზეწოლის მოსახდენად ხალხს იყენებენ. თუ ევროკავშირი პრეზიდენტ ერდოღანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მაშინ ეს ევროკავშირის დასასრული იქნება. თუ ევროკავშირის საზღვრის დაცვა არ იმუშავებს, მაშინ ევროპის ქვეყნების საზღვრების გარეშე არსებობა და თავისუფალი გადაადგილება ისტორიას ჩაბარდება“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. მას შემდეგ თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა 5 000-ზე მეტმა ლტოლვილმა სცადა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
სებასტიან კურცი - თუ ევროკავშირი პრეზიდენტ ერდოღანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მაშინ ეს ევროკავშირის დასასრული იქნება

საბერძნეთის მიგრანტების კრიზისი ევროკავშირზე თურქეთის მიერ მოწყობილი თავდასხმაა, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ვენაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ეს თურქეთის თავდასხმაა ევროკავშირსა და საბერძნეთზე. ისინი ევროკავშირზე ზეწოლის მოსახდენად ხალხს იყენებენ. თუ ევროკავშირი პრეზიდენტ ერდოღანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მაშინ ეს ევროკავშირის დასასრული იქნება. თუ ევროკავშირის საზღვრის დაცვა არ იმუშავებს, მაშინ ევროპის ქვეყნების საზღვრების გარეშე არსებობა და თავისუფალი გადაადგილება ისტორიას ჩაბარდება“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. მას შემდეგ თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა 5 000-ზე მეტმა ლტოლვილმა სცადა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ