აშშ-ში ტორნადოს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ტორნადოს სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულთა რაოდენობა კი - 30-ია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდა, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და სამაშველო ჯგუფები შენობების ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ამ დრომდე აწარმოებენ.

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 48 შენობა დაინგრა, კიდევ უფრო მეტი კი- დაზიანდა. ათობით ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნეშვილი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია, სადაც 691 000 ადამიანი ცხოვრობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი