ინფექციურის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 24 პაციენტია, აქედან 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში მყოფი 24 პაციენტიდან დღეს 11-ს აუღებენ ანალიზს.

ამასთან, მისივე თქმით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პირის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე და ყველასთან მიღებულია ნეგატიური ანუ უარყოფითი პასუხი. ეს პაციენტები გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში. ამჟამად ჩვენთან წევს 24 პაციენტი და ამ პაციენტებიდან 11 პაციენტს დღეს უნდა ავუღოთ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები და ამ კვლევებით ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს, ტემპერატურა ნორმაში აქვთ“, - განაცხადა ეზუგბაია.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი რჩება, აქედან 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს