ნინო ბურჯანაძე - ქალბატონ სალომეს ახლა აქვს შანსი პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც გაურბის და არქეოლოგიაზე და მუსიკაზე საუბრობს, პოზიტიური წვლილი შეიტანოს

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ახლა აქვს შანსი პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც ის გაურბის და ხან არქეოლოგიაზე და მუსიკაზე საუბრობს, სერიოზული და პოზიტიური წვლილი შეიტანოს, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პარლამენტში დღეს დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

ნინო ბურჯანაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეუძლია მიიღოს ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რითაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას.

„ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძელი უყიდეს და თავისი პრეზიდენტობა დაიწყო ტყუილით. ვითომ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი და მეორე ტურის დროს დავინახეთ სალომე ზურაბიშვილის თავზე ივანიშვილის, კობახიძის და სხვა წარმომადგენლების ფოტოები. თუმცა, ქალბატონ სალომეს ახლა აქვს შანსი პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც ის გაურბის და ხან არქეოლოგიაზე და მუსიკაზე საუბრობს, სერიოზული და პოზიტიური წვლილი შეიტანოს. მე მას მოვუწოდებ, თავისივე განცხადების რეალიზაცია მოახდინოს, როდესაც მან თქვა, რომ სურს ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლი შეასრულოს. მას შეუძლია კონკრეტულად პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მიიღოს ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება და ამით შეუწყოს ხელი პრობლემების მოგვარებას, პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას და წინასაარჩევნო გარემოს ყველასათვის კომფორტულ რეჟიმში გადაყვანას. ეს იქნება კონკრეტული საქმე და არა იმის გაცხადება, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტები თურმე არქეოლოგია უნდა იყოს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა