დავით ჭიჭინაძე - ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა რაზე საუბრობს დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია

კობახიძის არითმეტიკას და მის მამაძაღლობას ნამდვილად ვერ „გავაპრავებ“ და არც ეს ოპოზიციაა ხალხის ინტერესების დამცველი, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას გამორიცხავს.

„მე კენჭისყრაში არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ, რომ მე მაშინ გამოვუცხადე პროპორციულ არჩევნებს ჩემი უპირობო მხარდაჭერა, როდესაც ეს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. ახლა კი, „გადამგდებ“ ხელისუფლებას ლეგიტიმაციაში ვერ მივეხმარები. მითუმეტეს, რომ „ოცნება“ დელიგიტიმაციის გზას ადგას და ნებისმიერი მოლაპარაკება მათთან, ხელის ჩამორთმევა, მათი არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს და მეტს არაფერს“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, არც ოპოზიციაა ხალხის ინტერესების გამომხატველი.

„არაერთხელ შევთავაზე ოპოზიციას, მოეწვიათ მიტინგი და თუ ხალხი მათ ხელისუფლებასთან, ან ზოგადად მოლაპარაკების მანდატს მისცემდა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ანუ ასე, რასაც ახლა ვუყურებთ, კაბინეტებში, სადილებზე, კულუარებში ამ საკითხზე მოლაპარაკება არ უნდა ხდებოდეს.

ზოგადად კი, ფაქტია, რომ საარჩევნო სისტემის გამო, ხალხი არცერთ პერიოდში ქუჩაში არ გამოდის. ადამიანებს პროგრამა აინტერესებთ და მერე ის, თუ როგორ უსრულებენ ამ დანაპირებს.

„ოცნებამ“ კი, არათუ პრაქტიკულად ყველა საარჩევნო დაპირება, 20 ივნისს ღირსებით, სისხლით მოპოვებული დაპირებაც არ შეასრულა და ყველაფერი 5-15-35 არითმეტიკამდე დაიყვანა. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა რაზე საუბრობს დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია.

ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ ხალხთან, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა ღირსებას, რეალობას და გამოწვევებს რაც ქვეყანაშია. თუმცა სამწუხაროდ, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა გვიახლოვდება და ასეთი უმოქმედო ხელისუფლების და უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტის ხელში, ჩვენს ქვეყანას შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემები დაუდგეს,“- აღნიშნავს ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო