რომან გოცირიძე - წყალწყალა გამოსვლა იყო, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე, რაღაც გაუგებარ საკითხებზე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო წყალწყალა და შინაარს მოკლებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი ადამიანის პრეზიდენტია.

„წყალწყალა გამოსვლა იყო, მოკლებული რაიმე შინაარსს. ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე, რაღაც გაუგებარ საკითხებზე. თითქოს ის ქვეყნის პრეზიდენტი კი არაა, უცხო პლანეტიდანაა ჩამოსული, არცერთი სერიოზული პრობლემა, რაც ქვეყანაშია, პოლიტიკრი კრისიზი არაფორმალური მართველობა, მის მიერ გაეროდან მოტყუებული საქართველოს ამომრჩეველი. ახლა ამბობს, რომ მოლაპარაკებსაც თუ არ შეწყვეტთ, ძალიან კარგი იქნება. არანაირი მწვავე საკითხები რუსეთთან დაკავშირებით. დილით ვთქვი, რომ რუსეთს არ ახსენებს მეთქი და ეტყობა უთხრეს და ასე თქვა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიებიო. იყო აბსოლუტურად უშინაარსო გამოსვლა და დაამტკიცა რომ არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი ადამიანის პრეზიდენტია", - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა