განახლებული და მრავალფუნქციური ინტერნეტბანკი ფიზიკური პირებისთვის „ტერაბანკისგან“

ამიერიდან „ტერაბანკის“ მომხმარებლები განახლებული და მრავალფუნქციური ინტერნეტბანკით ისარგებლებენ. მისი დახმარებით საბანკო ოპერაციების დისტანციურად შესრულება და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდება.

სტანდარტული ფუნქციების გარდა, ინტერნეტბანკში მომხმარებლები არაერთ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენენ. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, დააზღვიონ ბარათი ონლაინ, მოიძიონ ინფორმაცია საკუთარი ავტომობილის პარკინგის საფასურისა თუ ჯარიმების შესახებ, გახსნან სხვადასხვა ტიპის ანაბარი, მოითხოვონ სესხი და დააკონვერტირონ ვალუტა სპეციალური, შეღავათიანი კურსით. მოსახერხებელი და კომფორტული ინტერფეისი მათ ამ ფუნქციებით სარგებლობის პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.

ამას გარდა, ინტერნეტბანკით შესაძლებელი ხდება ტერაბანკის კლიენტებს შორის პირადი ნომრით გადარიცხვა, ტრანზაქციის დანიშნულებისა და თარიღის მიხედვით მოძიება, გადარიცხული თანხის გამეორებისა და ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების ფუნქციებით სარგებლობა, კომუნალური კალათების შექმნა, ერთიანი მარტივი გადახდა და სხვა.

„ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზება და დისტანციური მომსახურების არხების განვითარება ტერაბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გასულ წელს ჩვენ იურიდიული პირების ინტერნეტბანკი განვაახლეთ, ახლა კი თანამედროვე ცხოვრების დინამიკაზე მორგებული ონლაინბანკი უკვე ფიზიკურ პირებსაც შევთავაზეთ. მასში გაერთიანებული ფუნქციები ჩვენს მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოებას ძალიან გაუმარტივებს“, - აცხადებს საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მღებრიშვილი.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ინტერნეტბანკის გააქტიურება მსურველებისთვის დისტანციურად, „ტერაბანკში“ მისვლის გარეშე, ონლაინრეგისტრაციითაა შესაძლებელი.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს