დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან დაბრუნებულმა პირებმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და სიმპტომების არქონის შემთხვევაშიც თვითიზოლაციაში იყვნენ.

„რამდენადაც ვიცი, ტურისტული მიმოსვლა შემცირებულია და ვფიქრობ, რომ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გარკვეული გადაწყვეტილებები. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ვინც იტალიიდან ბრუნდებიან, უკვე არა მხოლოდ ჩრდილოეთ იტალიიდან, სადაც ინფექციის ძირითადი კონცენტრაცია გახლავათ, არამედ საერთოდ იტალიიდან, რომ გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. იტალიიდან შემოსული ყველა ადამიანი, თუ მას სიმპტომები აქვს საზღვარზე, ექვემდებარება გადაყვანას ინფექციურ საავადმყოფოში, თუ აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები- ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, შესაძლოა თანმხლები იყოს თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, რაც ზოგადად რესპირაციული ინფექციისთვისაა დამახასიათებელი. დანარჩენი ადამიანები, ვინც შემობრძანდებიან იტალიიდან, თუ სიმპტომები არ აქვთ ან არის მსუბუქი, შეიძლება მოთავსდნენ კარანტინში ან ყველა მათგანი ექვემდებარება თვითიზოლაციას. ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ისინი უნდა გადავიდნენ კარანტინში და ორი კვირის განმავლობაში იყვნენ დაკვირვების ქვეშ. რადგან ეს არის ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე და შემდგომ ასევე უნდა იზრუნონ ირგვლივ მყოფების და საზოგადოების ჯანმრთელობაზე, რომ არ იყვნენ წყარო ინფექციის შემდგომი გავრცელების. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, იტალიისადან შემოსულებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ რისკი, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების. შემთხვევები ალბათ გვექნება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს დიდად დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ბრუნდებიან სხვადასხვა საერთაშორისო მოგზაურობებიდან და განსაკუთრებით ვისაც აქვს იტალიაში მოგზაურობის ისტორია, რადგან მომატებულ რისკს წარმოადგენს სწორედ მგზავრობა იტალიაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის კიდევ ერთი, მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს