2019 წლის შედეგებით „კრისტალი“ არასაბანკო საფინანსო სექტორის მოწინავე კომპანიაა

„კრისტალმა“, ქვეყანაში წამყვანმა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტმა, 2019 წლის (საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეგულატორული ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით) შედეგები შეაჯამა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კრისტალის“ მთლიანმა სესხებმა 311 მლნ ლარზე მეტი, მთლიანმა აქტივებმა 350 მლნ ლარზე მეტი, კაპიტალმა თითქმის 67 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ თითქმის 6 მლნ ლარი შეადგინა, რის შედეგადაც „კრისტალი“ არააბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის წამყვან პოზიციაზეა.

გარდა ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებისა, 2019 წელი „კრისტალისთვის“ აღსანიშნავი იყო შემდეგი მნიშვნელოვანი აღიარებებითა და მიღწევებით:

  • „კრისტალმა“ პირველმა გამოუშვა 15 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
  • „კრისტალმა“ მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკისთვის
  • საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მიკროფინანზამ“ „კრისტალს“ A- შეფასება მიანიჭა
  • წამყვანმა საერთაშორისო ჟურნალმა ფინანსური სექტორის თაობაზე Global Finance -მა „კრისტალი“ აღიარა ყველაზე სწრაფად მზარდ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტად და საუკეთესო კომპანიად ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „კრისტალის“ ყველა თანამშრომელს მათი მუშაობისთვის, მომხმარებელს - ლოიალობისთვისა და ნდობისთვის, პარტნიორსა და ინვესტორს - მუდმივი მხარდაჭერისთვის - „კრისტალის“ ძლიერი პოზიცია და შედეგები თითოეული მათგანის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, 2019 მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე წელი იყო მიკროსაფინანსო სექტორისთვის და „კრისტალმა“ არათუ წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეებს, არამედ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა აჩვენა მთლიანი სესხების, მთლიანი აქტივებისა და კაპიტალის მაჩვენებლებით“, - აღნიშნა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.

„სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ 2019 წელი აღსანიშნავი იყო არა მხოლოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევებით სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მართვის მიმართულებით. „კრისტალის“ ძლიერი მხარე ყოველთვის იყო და იქნება პასუხისგებლობის მაღალი გრძნობა მისი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ და სწორედ ამის აღიარება მოხდა 2019 წელს მიღებული ჯილდოებით. „კრისტალი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებით წარმართვას, არამედ იმასაც თუ როგორ ვმართავთ ჩვენს საქმიანობას და რამდენად ვნერგავთ ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. „კრისტალს“ აქვს შორსმიმავალი, უაღრესად საინტერესო გეგმები, რომლებიც უკვე წელს პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს არსებულ და მომავალ თანამშრომელსა და კლიენტზე“, - დაამატა არჩილ ბაკურაძემ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო