გიორგი მამალაძის ძმა - იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამჯერად მყარად დადგება თავის პოზიციაზე და  გაათავისუფლებენ უდანაშაულო, პარალიზებულ ადამიანს

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის ინფორმაციით, გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში მიმდინარე სასჯელის გადავადების საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე 2014 წელს საპატრიარქოს უნივერსიტეტში ასწავლიდა და მეუფე იაკობთან დაახლოებული პირი იყო, რაც საპატრიარქოს მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის რისკებს ზრდის.

თორნიკე მამალაძის თქმით, თუ 17 მარტამდე სასამართლოს საქმიანობაში ვინმე არ ჩაერევა „იქნება ეს მთავრობის თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები, იმ გამოკვლევებით, რაც ამ დრომდე ჩატარდა, აუცილებლად მოხდება სასჯელის გადავადება.“

„დადასტურდა ის, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომაროება არის რთული. ეს დაადასტურა თავად მკუნრალმა ექიმმა, რომელიც ციხეში გადმოყვანის დღიდან არის მასზე მიმაგრებული. მოწმებიის გამოკითხვით დასტურდება ისიც, რომ მისი გადაადგილება ვერ ხერხდება დამოუკიდებლად და შეუძლებელია გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი მკურნალობა, ამიტომ საჭიროა მისი სასჯელის გადავადება. თუ 17 მარტამდე სასამართლოს საქმიანობაში ვინმე არ ჩაერევა იქნება ეს მთავრობის თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები იმ გამოკვლევებით, რაც ამ დრომდე ჩატარდა აუცილებლად მოხდება სასჯელის გადავადება.

საპატრიარქოს მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს მათი გავლენიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, ეს ქალბატონი მუშაობდა საპატრიარქოს უნივერსიტეტში 2014 წელს, ის სამართალს ასწავლიდა და იყო დაახლოებული მეუფე იაკობთან, რადგანაც მეუფე იაკობი იყო და დღემდე არის პატრიარქის რწმუნებული ამ უნივერსიტეტში. გამომდინარე აქედან, არსებობს შანსები, რომ ჩაერევიან მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად სასამართლო მყარად დადგება თავის პოზიციაზე, გაათავისუფლებენ უდანაშაულო, პარალიზებულ ადამიანს და მიეცემა გამოჯანმრთელების საშუალება“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული საქმის განხილვა 17 მარტს, 12:00 საათზე გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა