„ტერაბანკის“ მხარდაჭერა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ქალ მეწარმეებს

„ტერაბანკმა“ ადგილობრივი ტურიზმის მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროექტი განახორციელა და ქალი მეწარმეები, რომლებიც საოჯახო სასტუმროებს მართავენ, ბრენდინგის მომსახურებით დაასაჩუქრა. ინიციატივა მიზნად ტურიზმის სექტორში ჩართული ქალების წახალისებასა და მათი საქმიანობების განვითარებას ისახავს.

საქართველოში საოჯახო სასტუმროებს ხშირად ქალები უძღვებიან და ამ პროცესში მათ არაერთი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულება უწევთ. შეზღუდული რესურსების გამო, ისინი ბრენდის შექმნასა და განვითარებას ვერ ახერხებენ. შესაბასამისად, განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ სწორედ ბრენდინგის მიმართულებით სჭირდებათ.

პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. პირველ ეტაპზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, ის 5 მეწარმე შეირჩა, რომლებიც საოჯახო სასტუმროებს მაღალმთიან რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმში უძღვებიან და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას საჭიროებენ. შემდეგ კი სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსთან“ ერთად, თითოეული მათგანისთვის ბრენდის კონცეფცია და ლოგო შეიქმნა, რაც მეწარმეებს სამომავლოდ საკუთარი პროდუქტის წარმოჩენაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„საქართველოში სულ უფრო იზრდება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ქალების რაოდენობა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დავხმარებოდით. ჩვენთვის მეწარმე ქალების ხელშეწყობა არის არა მარტო სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ იმ ადამიანების მხარდაჭერაც, რომლებიც მოტივირებული, სანდო და ლოიალური პარტიორები არიან“, - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

აღსანიშნავია, რომ ქალი მეწარმეების ხელშეწყობის ინიციატივა კამპანიის „გახდი ტერა მოგზაური“ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. კამპანია, რომელიც ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შეიქმნა, ტერაბანკმა გასული წლის ზაფხულში დაიწყო და რამდენიმე მიმართულებით წარმართა. ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობას ტერაბანკი სამომავლოდაც გააგრძელებს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა