სარვამარტო აქციაში ჩართვით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ქალებს ავტომანქანის ხელსაყრელ ფასად განახლებას სთავაზობს

დღეიდან, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის მფლობელ ქალბატონებს სარვამარტო 3-დღიან აქციაში ჩართვას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს, სპეცაქციით ისარგებლებს ავტომანქანის მფლობელი ყველა ქალბატონი, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნებისმიერი ტიპის ტექნიკური მომსახურების მისაღებად 6, 7 და 9 მარტს მიმართავს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მძღოლი ქალბატონებისთვის ყველა სახის სერვისსა და ავტონაწილზე, ერთჯერადად, სარვამარტო 25%-იან ფასდაკლებას აწესებს.

„ქალბატონები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ სარვამარტო აქციის ფარგლებში მიმართავენ, ავტომანქანის ხელსაყრელ ფასად და უმოკლეს დროში განახლებას შეძლებენ. მათ მოემსახურებიან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ „ტოიოტას“ ავტორიზებული სერვისცენტრის სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები.

სარვამარტო აქციაში ჩართვის მსურველ ქალბატონებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ელის მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე, შაბათი - 09:30-დან 14:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 522 022; 032 2511 www.toyota-tbilisi.com“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია