რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ტურიზმის სექტორს პრობლემები შეექმნა, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკას, კერძოდ კი ტურიზმის სექტორს პრობლემები შეექმნა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება.

“ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები. ფაქტია, რომ დღეისათვის უკვე სახეზეა სერიოზული პრობლემები, რომელსაც განიცდიან ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციები, კომპანიები, სასტუმროები და მათთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შემდეგი გადაუდებელი ზომების გატარება: გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე; 100 ათასი ლარიდან 165 ათას ლარამდე გაიზარდოს დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ 0 %-ით; მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და შემცირდეს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო; ეთხოვოს საბანკო სისტემას კრიზისულ ვითარებაში მყოფი ტურისტული კომპანიების სესხების გადავადების შესახებ”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის აღნიშნული რეკომენდაციები რთულად შესასრულებელი არ არის.

„ჩვენი რეკომენდაციები ძირითადად შეეხება მხოლოდ მორატორიუმს ანუ ამ ერთი წლის განმავლობაში გასატარებელ ზომებს. ეს არ უნდა იყოს მთავრობისთვის მძიმე შესასრულებელი და ეს არ უნდა იყოს საბაბი იმისა, რომ რაიმე სახის გამართლება მოუძებნონ ჩვენს ინიციატივებზე უარის თქმას“, - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა