„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს 25%-იან CashBack აქციას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს 25%-იან CashBack აქციას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლია, შეიძნონ Bridgestone-ის საბურავები, ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები ან Varta-ს აკუმულატორები და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 25%-ი „თეგეტა ქარდზე“.

„სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც „თეგეტას“ ქსელში, ასევე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია რომელთა შეძენას შეძლებთ ონლაინ.

ნებისმიერი მომხმარებელი შეძენილ პროდუქციაზე მიიღებს უსასრულო გარანტიას, რაც გულისხმობს, „თეგეტას“ ქსელში შეძენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში, მის უსასყიდლო აღდგენას ან გადახდილი თანხის 100%-მდე ანაზღაურებას. აქციები მოქმედებს 31 მარტის ჩათვლით, „თეგეტას“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტით“, რომლის ფარგლებშიც პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge, ასევე „თეგეტას“ ცხელ ხაზის მეშვეობით 0322 26 44 44. თეგეტა მოტორსი ასევე გთავაზობთ „საბურავების სასტუმროს“, -აღნიშნავენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა