2019 წელს 41 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდა, ასევე დასრულდა 272 ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სხვა მიმართულებებთან ერთად, დეპუტატებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით დაფინანსებული სამუშაობის ანგარიში გააცნო.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, 2019 წელს ფონდის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

„გასულ წელს, ფონდის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 310 მლნ ლარით დაფინანსდა 1239 პროექტი. ახალი პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, 41 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდა, ასევე დასრულდა 272 ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია. ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვას წელს ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად უზრუნველყოფს და ჩვენი მოქალაქეები სათანადო მომსახურების მიღებას შეძლებენ. ცალკე მინდა აღვნიშნო სტიქიის პრევენციის ღონისძიებების კუთხით განხორციელებული 148 პროექტი, რაც მომავალში რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს 40 მლნ ლარით 4812 პროექტი დაფინანსდა.

„ეს პროგრამა წელსაც გრძელდება და 2500-ზე მეტი შეხვედრა უკვე გამართულია. ახლა მუნიციპალიტეტებიდან ველოდებით კონკრეტული განაცხადების მიღებას სხვადასხვა პროფილის პროექტების დასაფინანსებლად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს