მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტი იყო, არის და რჩება სტრატეგიულ პროექტად

ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული პროექტი. იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, გეგმა არის ის, რომ ანაკლიის პროექტი უნდა განვითარდეს.

„ანაკლიის პროექტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი წარმატებულად განვითარდეს. ამისთვის, კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უფრო უკეთ სპეციალიზირებულია ინვესტორებთან მუშაობაში, ამჟამად ამუშავებს ინტერესთა გამოხატვის ახალ პირობებს. ასევე, როგორც საჯაროდაც განვაცხადეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიც მზად არის, რომ სპეციალისტების კონსულტაციით დაგვეხმაროს იმისთვის, რომ უფრო გამართული ინტერესთა გამოხატვის პირობები მომზადდეს, რათა შემდგომში ბევრად უფრო ნაკლებად მოგვიწიოს ინვესტორის მოძიება. აქედან გამომდინარე, პროექტი რჩება ჩვენს ინტერესთა სფეროში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“