მაია ცქიტიშვილი - ვამბობთ ხოლმე, რომ მთავრობაში მხოლოდ ოპტიმისტები ვართ, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ დიალოგში ჩართული ყველა მხარე შეთანხმების საჭიროებას ხედავს

საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება დიალოგს, მინისტრი ამბობს, რომ მისი მოლოდინი ოპტიმისტურია.

"მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური შეფასებები გვქონდეს იმ ადამიანების ქმედებებისა და სამართალდარღვევების თაობაზე, რის გამოც ამა თუ იმ პირს ესა თუ ის ზომა შეფარდებული აქვს.

რაც შეეხება დიალოგს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება იყო და ეს პოზიციები უფრო და უფრო ახლოვდება. პირველ რიგში, დიალოგი არის ერთმანეთის მოსმენა და კომპრომისი, თუნდაც, ის პირობები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული და "ქართული ოცნების" მხრიდან იქნა მიღებული, რაც ე.წ. 40 პროცენტიან ჩამკეტს გულისხმობს, ერთ-ერთი გამოხატულებაა იმ დიალოგის, რაც მხარეებს შორის მიმდინარეობს. ვამბობთ ხოლმე, რომ მთავრობაში მხოლოდ ოპტიმისტები ვართ, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ ყველა მხარე, რომელიც დიალოგშია ჩართული შეთანხმების საჭიროებას ხედავს. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის მოთხოვნების ნაწილი გაიზიარა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს ის მოთხოვნები, რომელსაც მმართველი გუნდი ან სხვა პოლიტიკური პარტიები წარადგენენ. ამიტომ, დაველოდოთ დიალოგის შედეგებს. ვხედავთ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები, ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს