აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან აცნობეს, მათი შეფასებით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები აზარალებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„აღმაშფოთებელია ფაქტი, რომ არხის ახალი მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებებს, როგორიცაა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, არამედ სახალხო დამცველის მოწოდებებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკუთარი თანამშრომელების პროტესტს. არხის სარედაქციო საქმიანობისგან ხდება იმ ადამიანების ეტაპობრივი ჩამოცილება, ვინც, მონაწილეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში, რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ შეფასდა როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომელთა ნაწილმა 2 მარტს გაფიცვა დააანონსა და ელოდება მედიაციის შედეგებს. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ წარიმართება პროცესები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.

საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამგვარ ჩარევებს წინააღმდეგობას უწევენ. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განახორციელონ ქმედითი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ლიბერალური აკადემია თბილისი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; ახალგაზრდული ალტერნატივა; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"; ასოციაცია ტოლერანტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი; „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი"; ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო; ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება