გიორგი ვაშაძე - ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, 120/30-ზე სისტემასაც განიხილავს უკვე ხელისუფლება - ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ

„ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

“ჯერ არ ვიცით როდის შედგება შეხვედრა, თუმცა წინასწარი განცდებით პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ და მათ შორის, თქვენმაც, ტელევიზიების ძალისხმევამ, მოქალაქეების ჩართულობამ ამ პროცესში თავის შედეგები გამოიღო. ძალა ერთობაშია და ერთიანი ძალებით ყველაფერს შევძლებთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა.

„მე საჯაროდ რასაც ვუყურებ, ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენმა სწორმა სტრატეგია თავისი შედეგები გამოიღო. გუშინ მოვისმინე საჯარო დისკუსიაში, რომ 120/30-საც იხილავს უკვე ხელისუფლება. ღიად ვიტყვი, რომ 125/25ზე იყო ის ფორმულა, რაზეც ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას. ახლა ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე. აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას”,- აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი.

“რაც შეეხება ბარიერის და ბლოკების საკითხს, ეს გარკვეული პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის თანაზომადი იმ პროპორციის, რაც არის მაჟორიტარულსა და პროპორციულს შორის. ეს უნდა გვესმოდეს. ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, ვიმუშავებთ ამაზე. ჩვენთვის 1% იქნება, 7% თუ 12% მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი იყოს პარლამენტში”,- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო