ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მიხეილ ლომსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა.

ბრალდების მხარე მიხეილ ლომსაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულს დანაშაულის ჩადენამდე რამდენჯერმე ჰქონდა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთილი, შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხე არსებობდა.

ასევე, ბრალდების მხარის განმარტებით, ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი წარსულში ეკონომიკური დანაშაულისთვის იყო ბრალდებული და ის დანაშულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ ლომსაძის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა. ის ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაეთანხმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება