მიხეილ ჩხენკელი - ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის  ქალებს ბედნიერებას, მშვიდობას და ფართო ასპარეზს შესაძლებლობათა გამოვლენისთვის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქალებს დღევანდელ დღეს ულოცავს.

ჩხენკელის განცხადებით, ქართული კულტურის ფორმირებაში ქალები ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავაც გამოწვევად რჩება.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს გულითადად ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს.

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ამ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში მოღვაწე ქალებს.

საქართველოს წინსვლაში, ჩვენი კულტურის ფორმირებაში ქალები ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. ეს როლი გულისხმობდა არა მხოლოდ ფასდაუდებელ გარჯას ღირსეულ მომავალ თაობათა აღზრდისათვის, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოს ქალებს დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ჩვენ კვლავაც გვმართებს ძალისხმევა, რათა მათ სრულფასოვანი, ნიჭისა და შესაძლებლობების შესაბამისი ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, მიუხედავად საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებებით გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, კვლავაც გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა. ჩვენი კულტურისა და ტრადიციებისათვის სრულიად უცხო და მიუღებელი ძალადობის წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანი, სახელწიფო და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ. აგრესიისა და ჩაგვრისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა შეუძლებელია გენდერული თანასწორობის გარეშე და ამდენად, ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი როლის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამ პროცესებში ყოველი მამაკაცი სოლიდარული უნდა იყოს, რადგან ქალთა თანასწორობა ნიშნავს პროგრესს და კეთილდღეობას ყველასათვის.

ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ქალებს ბედნიერებას, მშვიდობას და ფართო ასპარეზს შესაძლებლობათა გამოვლენისთვის",- განაცხადა ჩხენკელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა