გიორგი ვაშაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან არის გარკვეული ინდიკაციები, რომ შეთანხმებები მნიშვნელოვან საკითხებზე, შედგეს

გულწრფელად გეტყვით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ არის გარკვეული ინდიკაციები, რომ შეთანხმებები მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც საარჩევნო სისტემაზე, ასევე პატიმრებთან დაკავშირებით შედგეს, - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის განცხადებები, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე კეთდებოდა.

,,როგორ იქნება და როგორ წავა ეს პროცესი წინ, ნამდვილად არ ვიცით დეტალები. შევხედოთ, დაველოდოთ, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ხალხი დაიღალა უბრალოდ ამ ციფრებზე საუბრით და ყველას უნდა, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, სადაც "ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა. გამარჯვებული და დამარცხებული ოქტომბერში იქნება, როცა არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამ არჩევნებს სჭირდება ნორმალური მექანიზმი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა, "ქართული ოცნების" მიმართ რა თქმა უნდა, ნდობა დაბალია, რადგან ხშირად იცვლება ხოლმე პროცესი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი