გია ჟორჟოლიანი - ყველა შემთხვევაში, პროცესი უნდა დაიწყოს და ალბათ, ჩვენ მივიღებთ ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას

მოლაპარაკება რა თქმა უნდა შესაძლებელია, მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, პროცესი უნდა დაიწყოს და ალბათ, 2 თვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ფართო კონსენსუსზე ან შეიძლება არასრულ, მაგრამ მაინც ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ,- ამის შესახებ სოციალ- დემოკრატიული ფრაქციის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან, აშშ- ის ელჩის რეზიდენციასთან, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, 40 პროცენტიანი შეზღუდვა ყველასთვის მისაღებია, ხოლო პროპორციები მაქსიმალურად უნდა იყოს გაზრდილი, როგორც ამის საშუალებას ოლქები იძლევა.

,,პროპორციებზე ზუსტად ვერ გეტყვით, ან მოლაპარაკება რისთვის არის, მაგრამ 40 პროცენტიანი შეზღუდვა, 1 პროცენტიანი ბარიერი, ანუ ბარიერის დაწევა და მაქსიმალურად გაზრდა პროპორციული მანდატების წილის. თუ აქცევთ ყურადღებას ამაზე ლაპარაკობს ყველა. ეს არ არის დამოკიდებული ციფრებით მანიპულაციაზე, უნდა მოხდეს ოლქების განსაზღვრა. 40 პროცენტიანი ჩამკეტს რაც შეეხება, ჩემთვის კი არა ყველასთვის მისაღებია, ნახეთ ვინმე ვინც თქვა, არ არის მისაღებიო?"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების დევნა და საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება პირდაპირ დაკავშირებული არ იყოს, თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური ლიდერების დევნა არ უნდა განხორციელდეს.

,,ეს საკითხები პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, მაგრამ ის რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ეს აშაკარაა და შესაბამისი გადაწყვეტილებები და ფორმები უნდა იყოს გამოძებნილი", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ