სამშენებლო კომპანია „დაგი“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სამშენებლო კომპანია „დაგი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენებული მულტიფუნქციური სკოლის შესახებ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია “დაგის” შორის 2019 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 19,812,732 ლარის სანაცვლოდ ვალდებულება აიღო დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაეპროექტებინა და აეშენებინა მულტიფუნქციური სკოლა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად 2019 წლის 15 სექტემბერს უნდა ყოფილიყო. თუმცა მშენებლობის ეტაპზე დამატებითი სამუშაოების (როგორიცაა სკოლასთან მიმავალი გზის და წყალგაყვანილობის მოწყობის, გაზსადენის შეჭრის და ა.შ) შესრულების აუცილებლობის გამო ცვლილება შევიდა როგორც ხარჯთაღრიცხვაში, ასევე დასრულების ვადაში და განისაზღვრა 2019 წლის 22 ნოემბრით.

გავრცელებული ინფორმაცია, სკოლის შენობის დასრულების გაურკვეველი ვადის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან, 2019 წლის 22 ნოემბერს სკოლის შენობა იყო დასრულებული, მოწესრიგებული და მზად გახსნისთვის. 7 თვეში 15000 მ2 ფართის 1300 ბავშვზე გათვლილი, მაღალი სტანდარტების, მულტიფუნქციური შენობის აშენება ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო კომპანიისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად, სრულად მოწესრიგებულია შენობა და შიდა სამოედნო ინფრასტრუქტურა.

სრული სიცრუეა ასევე გაჟღერებული ინფორმაცია კომპანიასთან ალექსანდრე ივანიშვილის და შალვა თადუმაძის რამენაირი კავშირის შესახებ. რაც შეეხება მზევინარ ანსიანს, შალვა თადუმაძის მეუღლეს, იგი კომპანიას იურიდიულ კონსულტაციას უწევდა მხოლოდ 2014-2015 წლებში.

შპს „დაგი“ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის ინფრასტრუქტურის შექმნა/განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შესრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო პროექტები, როგორებიცაა: ამბროლაურის აეროპორტი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სათაფლიის მღვიმე, მესტიის თეატრი და მთლიანად მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერა, ღვინის ქარხნები, ახალი აღმაშენებლის, დინამო არენასა თუ წყალტუბოს პარკის რეაბილიტაციის პროექტები, წილკანისა და მარტვილის საჯარო სკოლები, ზუგდიდის იუსტიციის სახლი, და უამრავი სხვა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა